„სამწუხაროდ, ოპოზიცია ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ეს არის ერთი პარტიის დოკუმენტი, რაც სავსებით არ არის ასე", პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტი უპრეცედენტო საერთო-სახალხო განხილვებით და ჩართულობით შემუშავდა.
„ამ განხილვების პროცესში მონაწილეობდნენ პარტიები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები. ასეთი პროცესი თავისთავად იყო უპრეცედენტო, რადგან იმ პარტიების მმართველობის პერიოდში, რომლებიც დღეს ჩვენ გვაკრიტიკებენ ე.წ კონსენსუსის ნაკლებობის თუ არქონის გამო, ჩვენ პირადად მომსწრე ვართ კონსტიტუციების ისე მიღებისა, როდესაც საერთოდ მსგავსიც კი არაფერი ყოფილა საქართველოში ასეთი განხილვების სახით.
ჩვენს მიერ მიღებული დოკუმენტი, ვენეციის კომისიის სიტყვასიტყვით შეფასებულია ასე - დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიამ დოკუმენტი შეაფასა, როგორც საქართველოს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯი და ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ შეიქმნა ასეთი დოკუმენტი, რომელიც მნიშვნელოვნად აბალანსებს ძალაუფლებას ქვეყანაში, ეფუძნება ძლიერ პარლამენტს, ქმედით მთავრობას და დამოუკიდებელ სასამართლოს და ზეპარტიულ პრეზიდენტს....
ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ავუხსნათ იმ პროცესის არსი, რომელსაც ჩვენ ახლა გავდივართ. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი და ნაბიჯები, რომლებიც მმართველმა პარტიამ ამ მიმართულებით გადადგა, ისტორიულად უპრეცედენტოა. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან შემხვედრ ნაბიჯებზე წავედით მთელი საკონსტიტუციო განხილვის პროცესში და კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგაც, იმისათვის, რომ დაგვებალანსებინა ინტერესები. ის, რომ პროცესის სხვაგვარად წარმოსახვას ცდილობს ოპოზიციის ერთი ნაწილი, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის დაუბალანსებელი კონსტიტუცია. თავისთავად არსი იმ ცვლილებებისა, რომლებსაც ჩვენ დღეს ახალი კონსტიტუციის სახით ვიღებთ, არის უაღრესად დემოკრატიული. ასეთი ტიპის ცვლილებებისთვის ბევრი წლის განმავლობაში ბევრი ადამიანი იბრძოდა და წინა ხელისუფლების პირობებში ვერ მიაღწია ვერც ერთი ასეთი ნაბიჯის გადადგმას. კონსტიტუცია, რომლითაც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ, გახლავთ კონსტიტუცია, რომელიც მიღებული იქნა სწორედაც ერთი პარტიის მიერ და მორგებული იქნა ერთი ადამიანის ინტერესს. ჩვენ დღეს ამ მემკვიდრეობისგან ვთავისუფლდებით და ვიღებთ ჭეშმარიტად დემოკრატიულ კონსტიტუციას", განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.