საქართველოს 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე განაცხადი შეაქვს
26-09-2017, 13:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე განაცხადი შეაქვს.

 


პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, რამდენიმე თვის წინ შვეიცარიაში ვიზიტი გაიხსენა, სადაც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტს ჯან-ფრანკო კასპერს, საქართველოში სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ესაუბრა და ქვეყანაში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

 


პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა დელეგაცია სათხილამურო ფედერაციის გენერალური მდივნის და ფედერაციის ექსპერტების შემადგენლობით, რომლებმაც საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების მზადყოფნა შეაფასეს.

 


„მათ ჩვენი ინფრასტრუქტურა მიიჩნიეს იმ მოთხოვნების შესაბამისად, რაც ამ ძალიან მნიშვნელოვან მსოფლიო ჩემპიონატს აქვს. რა თქმა უნდა, 2023 წლამდე ჩვენ გასაწევი გვაქვს გარკვეული სამუშაო, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენი კურორტები ყველა პარამეტრით აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც ესოდენ მნიშვნელოვანი ჩემპიონატის ჩატარებისთვის არის საჭირო.

 


თუ ჩვენ მოვიგებთ 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას, საქართველოში 25 ათასამდე ადამიანი ჩამოვა, საქართველოსა და ზამთრის სპორტის სახეობების ძალიან მნიშვნელოვანი პოპულარიზაცია მოხდება, რაც ჩვენთვის ძალიან მაღალი დონის ამოცანაა. მნიშვნელოვანია რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა, ბავშვებმა უფრო მეტად ისიამოვნონ ზამთრის სპორტის სახეობებით, მეტად ჩაერთონ და გაიკაჟონ ჯანმრთელობა. ჩვენ ამ მიმართულებით წელს უკვე ზამთრის სეზონზე გადადგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როდესაც ზამთრის არდადეგების მცოცავი გრაფიკი შემოვიღეთ. გაცილებით მეტმა ბავშვმა შეძლო იაფფასიან სასტუმროებში ზამთრის არდადეგების გატარება. ასევე ვაფინანსებთ ზამთრის სათხილამურო სკოლებს და მომავალ წელსაც განვაგრძობთ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას. ასევე განვაგრძობთ იმ ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც აუცილებელია ამ კუთხით საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენისთვის", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი