მარტვილის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად, 25 სექტემბერს, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და ვეზირთუხუცესის, წმინდა მღვდელმთავრის გიორგი ჭყონდიდელ - მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე „ჭყონდიდლობა“ აღინიშნა.
ქალაქის ცენტრში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა, მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა) აღავლინა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს წმ. გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი. ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლის წინ მოეწყო სახვითი ხელოვნების გამოფენა (მხატვარი-ირაკლი სურმავა). ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევართა (პედაგოგი ამალია ჭილაია) და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის, ლიანა კვაშილავას ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა.
„ღია ცის ქვეშ ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით. მთელი დღის განმავლობაში, გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წინ ნებისმიერ მსურველს შეეძლო გამოფენის დათვალიერება. ჩატარდა სპორტული ღონისძიებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში. მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების, ა(ა)იპ-ებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა მეგრული ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები მოაწყვეს, სადაც დამთვალიერებელს მეგრული სამზარეულოს დაგემოვნება შეეძლო. საზეიმო ვითარებაში აღინიშნა გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშო ბაღის გახსნიდან ერთი წლის იუბილე“, აღნიშნულია მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა მარტვილელებს: გურამ გალდავას, კონსტანტინე ხაინდრავას, ალიოშა გაბეშიას, მურმან ბეჭვაის, აივენგო გაბისონიას. მათ სიგელები და მედლები გადაეცათ.
დღის ბოლოს ჩატარდა გრანდიოზული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ: ზურაბ კობეშავიძე, პაატა თედიაშვილი, გიორგი დათიაშვილი, ლადო ჯანელიძე, მაკა ქაჯაია, ნათია ქოროღლიშვილი, თამარ მეჭიაური, დიტო ლაგვილავა, ბექა ბროლაძე, ანანო ხურცილავა, მარიამ დანელია, ბექა წულაია. დღესასწაული გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.