ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, მოსახლეობისთვის პრეპარატების და ფერომონების (მავნებლის მოსაზიდი ხაფანგი) გადაცემა მიმდინარეობს.
ხობის გამგეობის ცნობით, მუნიციპალიტეტში შესაწამლი პრეპარატები 12919 ოჯახს გადაეცემა. თითოეულ ოჯახზე თითო ლიტრი პრეპარატი და ფერომონია გათვალისწინებული.
პრეპარატების გამოყენების და უსაფრთხოების წესების დაცვის, აგრეთვე მავნებელთან ბრძოლის სხვა მეთოდების შესახებ, მოსახლეობას საინფორმაციო მასალებიც მიეწოდება.
მათივე ინფორმაციით, ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც მოსახლეობას ურიგდება, რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას ერთ-ერთ ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.