ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მახლობლად, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. შს სამინისტროს ცნობით, ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავების პროცესში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეობენ.
„შსს–ს 550-მდე თანამშრომელი, მაღალი გამავლობის სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და ალტერნეტიული ცეცხლმაქრი საშუალებების გამოყენებით, სამუშაოებს 24-საათიან რეჟიმში აწარმოებს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების უმოკლეს დროში დასრულების მიზნით, დილიდან მუშაობა განაახლა საქართველოსა და თურქეთის 2-მა ვერტმფრენმა. ავიაცია ნახანძრალ ტერიტორიაზე სამუშაოებს კონტროლის მიზნით ახორციელებს", აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.