პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის მერობის კანდიდატი ლევან მაკალათია სოფლების, ზანათის, სუჯუნისა და ეწერის მოსახლეობას, „ქართული ოცნების“ აბაშის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა, ლევან მგალობლიშვილმა წარუდგინა.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მერობის კანდიდატი ამომრჩეველს მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე, ადგილობრივების საჭიროებებსა და მომავალ გეგმებზე ესაუბრა და ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ჯანდაცვის სფეროზე გაამახვილა.
„გპირდებით, თითოეულ თქვენგანზე ვიზრუნებ, ვიქნები თქვენს გვერდით ნებისმიერი პრობლემის დროს. თქვენთან ერთად, ერთიანი ძალით უნდა შევცვალოთ სიტუაცია უკეთესობისკენ, ერთად დავსახოთ მიზნები არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად. ხელისუფლება სრულ მხარდაჭერას გვიცხადებს. ამ ფონზე წარმატებებს მივაღწევთ“, განაცხადა ლევან მაკალათიამ.
მერობის კანდიდატი სოფელ ზანათის საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა, სადაც წარმატებული ახალგაზრდების წახალისებასა და მხარდაჭერაზე ისაუბრეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.