პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხობის მერობის კანდიდატი გოჩა ქაჯაია და პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია შავღელეს, ახალსოფლისა და ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას შეხვდნენ.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა და მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა გააცნეს.
„სოფელ შავღელეში ორი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა - აშენდა საბავშვო ბაღი და ამბულატორია, მაგრამ სოფლისთვის მთავარ პრობლემად ცენტრალურ მაგისტრალამდე დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია რჩება. დეპუტატ ირაკლი ბერაიასთან ერთად, არ დავიშურებ დროსა და ენერგიას, აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად. ჩვენი უპირველესი მიზანია, ყველა სოფელს კეთილმოწყობილი გზა და საბავშვო ბაღი ჰქონდეს“, აღნიშნა მერობის კანდიდატმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.