ნიკა მელია საპარლამენტო უმრავლესობას: „დანამდვილებით ვხედავ, როგორ გაფაციცებით ზოგი ეცდებით მომდევნო ხელისუფლებასთან მიტმასნებას, ზოგი მიეკედლებით და ეტყვით რომ მიშველეთო“
26-09-2017, 15:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნამდვილად გულწრფელი მინდა ვიყო და გეტყვით, რომ ნამდვილად არ მშურს არც ერთი თქვენგანის, ვინც წარმოადგენთ „ქართულ ოცნებას". იცით, რატომ არ მშურს? იმიტომ, რომ დანამდვილებით ვხედავ თქვენს მომავალს, თანაც უახლოეს მომავალს. დანამდვილებით ვხედავ, როგორ გაფაციცებით ზოგი ეცდებით მომდევნო ხელისუფლებასთან მიტმასნებას, ზოგი მიეკედლებით და ეტყვით რომ მიშველეთო, ასე მიმართა „ერთიანი ნაციოალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საპარლამენტო უმრავლესობას რიგგარეშე სხდომაზე, სადაც მესამე მოსმენით კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

 

 

ნიკა მელიას თქმით, მმართველ გუნდს არ ჰყავს არც ერთი მოკავშირე და ის საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, მარტო დარჩა.

 

 

„დღეს, თქვენ რეალურად ამ საკონსტიტუციო პროცესით სათავე დაუდეთ ძალიან შეუქცევად და ძალიან მტკივნეულ პროცესს, რომელიც რა თქმა უნდა, ბუმერანგივით მოგიტრიალდებათ თქვენ უკან. თქვენ ამ საკონსტიტუციო პროცესით დაადასტურეთ, რომ ამ პროცესში ხართ მარტო. არც ერთი მოკავშირე თქვენ არ გყავთ... თქვენ აკანონებთ ფაქტობრივად, დიქტატორულ და კლანურ კონსტიტუციას", განაცხადა ნიკა მელიამ.

 

 

ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ, „ნაციონალურმა მოძრაობამ" პროტესტის ნიშნად, სხდომათა დარბაზი დატოვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი