ხმაური პარლამენტში - „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" რიგგარეშე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
26-09-2017, 15:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დატოვებას ხმაური მოჰყვა.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ოპოზიცია უკვე მესამედ გაიქცა.

 

 

„ბატონებო, ოპოზიცია უკვე მესამედ გაიქცა. გაქცევა არის სისუსტის ნიშანი და საზოგადოება ხედავს ყველაფერს", განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

ტრიბუნასთან მდგარ პარლამენტის თავმჯდომარესთან პარტიის წევრი თინათინ ბოკუჩავა ავიდა.

 

 

მანამდე კი, სხდომათა დარბაზის დატოვებამდე პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია უმრავლესობის დეპუტატებს მიმართავდა, რის გამოც, პირველმა ვიცე სპიკერმა მანდატურებს მისი დარბაზიდან გაყვანისკენ მოუწოდა.

 

 

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც დღეს მესამე მოსმენით კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვა მიმდინარეობს, „ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმაც დატოვეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი