თქვენი კონსტიტუციის თავი და ტანი არის ივანიშვილი, თქვენ ხართ ფეხები, ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც მესამე მოსმენით კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვა მიმდინარეობს.
მისი თქმით, „ეს არის კონსტიტუცია, რომელსაც არ ჰყავს არსად არც ერთი მხარდამჭერი გარდა, ერთადერთი პარტიისა".
„თქვენ ერთი სატელიტი პარტიაც კი ვერ მოძებნეთ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი გაქვთ. ვერ მოძებნეთ ვერც ერთი, რომელიც იტყოდა, რომ ეს კონსტიტუცია მოსწონს. თქვენ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციაც კი ვერ მოძებნეთ რომელიც ელემენტარულად ნამუსზე აიღებდა ხელს და ამ დოკუმენტს გაამართლებდა.
უფრო მეტიც, ერთი ექსპერტი ტელევიზიითაც კი ვერ გამოაჩინეთ, რომელიც იტყოდა, რომ ეს კონსტიტუცია კარგია.
არადა, არ გაკლიათ არც მასმედია და არც ექსპერტების ნაკლებობა. 2030 -ის მთელი საექსპერტო სამყარო შეკარით და 5-6 კაცი პარლამენტშიც არის. სად არიან ახლა ისინი?
აქ ხატოვანი გამონათქვამები გაისმა და ძველი კონსტიტუცია ადამიანის სხეულებს შეადარეთ. ამ კონსტიტუციის თავი და ტანი არის ივანიშვილი, თქვენ ხართ ფეხები. აი ამაშია საქმე და თქვენ არავინ არაფერს", განაცხადა რომან გოცირიძემ.
პარლამენტის სხდომაზე დღეს უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ „სახელი ჰქვია იმ კონსტიტუციას, რომელსაც ჩვენ დღეს ვცვლით – მას თავის სახით ადგას მიხეილ სააკაშვილი და ტანი არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.