საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბესიკ გაზდელიანი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის საფუძველზეა დაკავებული, რაც სხვისი ქონების განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
როგორც ცნობილია, გაზდელიანმა ბიზნეს-ცენტრის შუშის კარს მძიმე საგანი ესროლა, რის შედეგადაც კარი ჩაიმტვრა.
შეგახსენებთ, ადგილზე საპროტესტო აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები მართავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.