პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საგარეჯოს მერობის კანდიდატი გიორგი ერბოწონაშვილი ხაშმსა და პატარძეულში მოსახლეობას შეხვდა.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე ადგილობრივებმა ყურადღება სასმელი წყლის დეფიციტსა და საუბნო გზების კეთილმოწყობის საკითხებზე გაამახვილეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი ერბოწონაშვილმა მოქალაქეებს აქტიური თანამშრომლობა შესთავაზა და აღნიშნა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, სოფლებში არსებული პრობლემური საკითხების მოგვარებისთვის ინტენსიურად იმუშავებს.
„მოქალაქეების ჩართულობას მუნიციპალიტეტის მართვაში დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ერთად უნდა გავიმარჯვოთ“, აღნიშნა მერობის კანდიდატმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.