დააბრუნეთ საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენაზე, დაგიჭერთ მხარს, აღნიშნული განცხადება „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა, სადაც მესამე მოსმენით კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვა მიმდინარეობს.
„რამდენიმე დღის წინ, მე მოვისმინე პატივცემული თავმჯდომარისგან, მმართველი პარტიისგან, ივანიშვილის გუნდის სახელით განცხადება, რომ თქვენ აპირებთ 2024 წლისთვის შეიტანოთ ცვლილება. ანუ ახლა შეიტანოთ ცვლილება, რომელიც 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებს შეეხება და 2024 წლისთვის სრულფასოვანი, ნორმალური, არა მახინჯი ბონუსებით, არამედ, ნორმალური, პროპორციული საარჩევნო სისტემა შემოვიღოთ, სადაც ყველა პარტია იღებს იმდენ ხმას, რამდენსაც ამომრჩეველი მხარს დაუჭერს. ეს განცხადება ხომ ნამდვილად გააკეთეთ? – გააკეთეთ. დღეს რატომ ამთავრებთ ამ პროცესს, თუ მაგ ცვლილების შეტანა გინდათ? მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩემთვის და ჩემი პოლიტიკური გუნდისთვის – „ევროპული საქართველოსთვის“ ეგ ვარიანტიც მიუღებელია, იმდენი სხვა მავნებლობა გაქვთ ჩადებული. პირველ რიგში ის, რომ 2020 წელს არ ცვლით სისტემას და ხალხს ართმევთ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის უფლებას. მაინც მიუღებელი იქნება, მაგრამ თქვენ თუ მაინც „გადაგდებას“ არ აპირებთ ქართული საზოგადოების, საკუთარი თანაგუნდელების და ვენეციის კომისიის, ახლა რატომ ამთავრებთ პროცესს? რატომ არ შეგაქვთ ის ცვლილება? სად გეჩქარებათ, გამაგებინეთ?! დააბრუნეთ მეორე მოსმენაზე, დაგიჭერთ მხარს. ვინმე თუ ისეთი თავნება გყავთ მხარს არ გიჭერთ, აგერ გარანტიას გაძლევთ 21 ხმის, დააბრუნეთ უკან. აბა, რისთვის უგზავნიდით ვენეციის კომისიას? ჯერ ხომ გაუგზავნეთ ერთი ვარიანტი ვენეციის კომისიას, გადააგდეთ, მიიღეთ სხვა ვარიანტი. მერე, ორი მოსმენის მერე გაუგზავნეთ და თქვით, ველოდებით დასკვნასო. მოგივიდა დასკვნა და არაფერს არ ითვალისწინებთ და ისე მიგყავთ პროცესი. თქვენი სიტყვები მახსოვს, ვენეციის კომისიის სამართლებრივ შენიშვნას ყველას გავითვალისწინებთო, მაგრამ არც ერთს არ ითვალისწინებთ", განაცხადა ბოკერიამ.
მოგვიანებით კი, „ევროპულმა საქართველომ" რიგგარეშე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.