ბრიტანეთის სატრანსპორტო პოლიციამ სამშაბათს განაცხადა, რომ ლონდონის „თაუერ ჰილის“ მეტროსადგურიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც მატარებელში მობილური ტელეფონის დამტენი მცირე აფეთქებისა და ცეცხლის გამოწვევის მიზეზი გახდა.
ბრიტანული „დეილი მეილის“ ცნობით, აფეთქება „თაუერ ჰილის“ მეტროსადგურის სიახლოვეს მოხდა, რასაც ცეცხლი მოჰყვა, ინციდენტის ადგილას კი მჟავის მსგავსი სუნი დადგა.
თვითმხილველთა განცხადებით, მგზავრის ჩანთაში მცირე ზომის ბატარეა აფეთქდა, რამაც მატარებელში ცეცხლი გააჩინა.
აღნიშნულმა ფაქტმა მგზავრებში პანიკა გამოიწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.