ხონის მეორე საბავშვო ბაგა-ბაღში, 2-3 წლის აღსაზრდელებისათვის, 25 ბავშვზე გათვლილი, ახალი ჯგუფი გაიხსნა. როგორც GUARDIAN.GE-ს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ახალი ჯგუფის გახსნა ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით მოხდა.
გახსნის ცერემონიალს, სტუმრებთან ერთად, მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯემალ მებუკე, საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა კუბლაშვილი და გამგეობის სოციალური და კულტურის სამსახურების უფროსები ლეილა კინწურაშვილი და მანანა გოფოძე ესწრებოდნენ.
გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გარემონტდა ოთახები, მოეწყო სველი წერტილი, საძინებელი, შეძენილ იქნა ავეჯი, სათამაშოები და სხვადასხვა სახის თვალსაჩინოებები.
მათივე ცნობით, პროექტი დევნილთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, დონორი ორგანიზაცია PIN-ის ფინანსური მხარდაჭერითა და თვითმმართველობის თანადაფინანსებით განხორციელდა და 3 ადგილობრივი დასაქმდა.
„2016 წლიდან ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია PIN-ი ახორციელებს პროექტს „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც ხონში მრჩეველთა საბჭო ჩამოყალიბდა.
აღნიშნული საბჭო არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივი წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული და მისი მუშაობის შედეგად სოციალური ჩართულობის 2017-2018 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიქმნა, სადაც პრიორიტეტულ საკითხებად სკოლამდელი განათლება, შშმ პირებისათვის ადაპტირებული გარემოს შექმნა და სოციალურად დაუცველთა პრობლემები განისაზღვრა“, აღნიშნულია ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.