კონსტიტუციური კანონის პროექტის მესამე მოსმენით მიღებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებები ხელისუფლების უზურპაციას გამორიცხავს.
„ამ ტექსტს მივესალმები, მივესალმები ყველა იმ დეპუტატის მხარდაჭერას, რომელი პარტიიდანაც არ უნდა იყოს, ვინც ხმა მისცა კონსტიტუციას. ეს არის ის ტექსტი, რომელიც მომავალში გამორიცხავს, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ხელისუფლების უზურპაციას და ასევე გამორიცხავს, რაც მე მახსოვს თანამდებობაზე ყოფნის დროს, როდესაც ადამიანებს შორის შეიძლება არ იყოს კეთილი ურთიერთობები და ამან გამოიწვიოს ინსტიტუტებს შორის კრიზისი გამოიწვიოს. ეს ყველაფერი არის ამიერიდან გამორიცხული და ეს ეპოქა არის დამთავრებული", განაცხადა თეა წულუკიანმა.
პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.