პენტაგონის გათვლებით, დაახლოებით 20 000 სამხრეთ კორეელი დაიღუპება ყოველდღიურად აშშ-ჩრდილოეთ კორეის ომში. აღნიშნულს ამტკიცებს აშშ-ის საჰაერო ძალების გადამდგარი გენერალი, რომელმაც განაცხადა, რომ მოცემული ციფრი ტრადიციული ომის სცენარის მიხედვითაა შედგენილი და არ მოიცავს ბირთვული იარაღის პოტენციური გამოყენების შედეგებს. ამის შესახებ სტატიას ბრიტანული „დეილი მეილი“ აქვეყნებს.
მას შემდეგ რაც ფხენიანმა დონალდ ტრამპს ომის გამოცხადებაში დასდო ბრალი, სამშაბათს, სამხრეთ კორეამ და ჩინეთმა დაჟინებით მოუწოდეს შეერთებულ შტატებს შეანელოს დაძაბულობა ჩრდილოეთ კორეასთან.
კვირას, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რი იონგ ჰომ დასავლურ მედიას უთხრა, რომ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეას ომი გამოუცხადა, რასაც თეთრმა სახლმა „აბსურდი“ უწოდა.
როდესაც ჰიპოთეტური ომის სცენარს განიხილავდა, იმ შემთხვევისთვის, თუკი შეიარაღებული კონფლიქტი იფეთქებდა, პენტაგონი „ვარაუდობდა 20 000 ადამიანის სიკვდილს სამხრეთ კორეაში ყოველდღიურად“, განუცხადა გადამდგარმა ამერიკელმა გენერალმა, რობ გივენსმა LA Times-ს.
გივენსმა, რომელმაც ოთხი წელი კორეაში განლაგებულ სამხედრო ბაზაზე გაატარა, დაამატა, რომ აღნიშნულ ციფრებში მხედველობაში არ არის მიღებული ფხენიანის მიერ ბირთვული იარაღის პოტენციური გამოყენება.
„მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს ამ ომის დასრულების, ჩრდილოეთ კორეის დამარცხება, მაგრამ რის ფასად?“ განაცხადა გივენსმა.
სამშაბათ დილით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ორივე მხარეს, აშშ-ს და ფხენიანს მოუწოდა „გააცნობიერონ, რომ სამხედრო ძალებზე დაყრდნობა არასოდეს არ იქნება სიცოცხლისუნარიანი გზა გადაწყვეტილ იქნეს ნახევარკუნძულის საკითხი და მათი საკუთარი წუხილები“ და დაამატა, რომ „ნახევარკუნძულზე ომს გამარჯვებული არ ეყოლება“. მაშინ როცა საკითხის გადასაწყვეტად ჩინეთი - ფხენიანის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირე და ეკონომიკური პარტნიორი - გამუდმებით დიალოგის გამართვის მოწოდებებს აკეთებს, იგი ამავე დროს იმ ქვეყნების რიცხვშია, რომელმაც ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს დაუჭირა მხარი გაერო-ს უშიშროების საბჭოში.
ჩინეთის საწვავის ექსპორტი ჩრდილოეთ კორეაში დაეცა აგვისტოში, ისევე როგორც რკინისა და მადნის იმპორტი იზოლირებული სახელმწიფოდან. ასევე, გაერო-ს ბოლო სანქციების შემდეგ შენელდა ვაჭრობა, მაგრამ, ხუთთვიანი წყვეტის შემდეგ ქვანახშირის გადაზიდვა განახლდა, როგორც ამას სამშაბათის საბაჟო მონაცემები აჩვენებს.
მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იგი კულისებს მიღმა მუშაობს, რათა გამოძებნოს პოლიტიკური გადაწყვეტის გზები და რომ სანქციების გამოყენება ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ თითქმის ამოწურულია.
„დეილი მეილის“ ცნობით, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მატისმა ინდოეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ იგი აფასებს გლობალურ ძალისხმევებს გაიზარდოს ზეწოლა ჩრდილოეთ კორეაზე მისი სახიფათო ქცევის გამო.
ორშაბათს, ნიუ იორკში, რი იონგ ჰო დაჟინებით ირწმუნებოდა, რომ ჩრდილოეთ კორეის უზენაესი ხელმძღვანელობა ყველა არჩევანს განიხილავს და მისი ქვეყანა ახლა იტოვებს უფლებას ჩამოაგდოს შეერთებული შტატების თვითმფრინავები მაშინაც კი, თუკი ისინი კორეის საჰაერო სივრცეში არ იქნებიან.
„მას შემდეგ რაც შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა ომი ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენ გაგვაჩნია ყველანაირი უფლება მივიღოთ კონტრზომები, მათ შორის გვაქვს უფლება ჩამოვაგდოთ აშშ-ის სტრატეგიული ბომბდამშენები მაშინაც კი, როცა ისინი ჩვენი ქვეყნის საზღვრის შიდა საჰაერო სივრცეში არ იმყოფებიან“, განაცხადა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.