მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“-ს თანამშრომლებმა, მარიკო კობახიძემ, მერაბ დუკაშვილმა და თიკო ჭრელაშვილმა შშმ პირთა უფლებებზე ლექცია/ტრენინგი ჩაატარეს და დამსწრე საზოგადოებას შშმ პირთა ადვოკატირების შესაძლებლობები გააცნეს.
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“, პროექტს „ცვლილებები თანასწორობისთვის“ ახორციელებს, რომლის მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა შშმ პირებთან მიმართებაში, ტოლერანტული საზოგადოების ფორმირება და მათი ინკლუზია საზოგადოებაში.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრამ კითხვა–პასუხის რეჟიმში ჩაიარა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.