თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ერაყის ქურთებს სადამსჯელო ზომების გამო, რომელსაც იგი ორშაბათის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის საპასუხოდ განიხილავს, შესაძლოა შიმშილის ხანა დაუდგეთ.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქურთისტანის რეგიონული მთავრობის მეთაურს ბრალი დასდო „ღალატში“ იმის გამო, რო საერთაშორისო ოპოზიციის მიუხედავად კენჭისყრა გამართა.
მასუდ ბარზანიმ ახლა უნდა „აიღოს ხელი მის ავანტიურაზე“, თქვა თურქეთის ლიდერმა.
სახელმწიფო ტელევიზიის თანახმად, ამასობაში ერაყის პრემიერ მინისტრმა ჰაიდერ ალ აბადიმ ასევე მოითხოვა რომ თურქეთთან, სირიასთან და ირანთან არსებული ყველა სასაზღვრო პოსტი ბაღდადის ზედამხედველობაში გადავიდეს.
ორშაბათ ღამით, აბადიმ გამოაცხადა, რომ იგი არ განიხილავს რეფერენდუმის შედეგებს, რომელიც მოსალოდნელია, რომ იყოს „დიახ“, რადგანაც ის „არაკონსტიტუციურია“.
ქურთისტანის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ხმის მიმცემთა პასუხი, „დიახ“ ავტომატურად კი არ გამოიწვევს დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოცხადებას, არამედ მისცემს მათ იმის მანდატს, რომ დაიწყონ მოლაპრაკებები ბაღდადის ცენტრალური მთავრობიდან გამოყოფაზე და ასევე მეზობელ სახელმწიფოებთან.
როგორც BBC იუწყება, ეს იყო ჯერჯერობით ყველაზე მკაცრი რიტორიკა პრეზიდენტ ერდოღანისაგან ქურთულ რეფერენდუმზე, რასაც მან „ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხე“ უწოდა. იგი კიდევ ერთხელ დაიმუქრა სამხედრო და ეკონომიკური ინტერვენციით, თუმცა დეტალები არ განუვრცია.
ანკარა სწუხს, რომ ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს ქურთულ ამბოხებას თურქეთში და შეწუხებულია ეთნიკური თურქმენების საკითხით ქალაქ კირკუკში, რომელიც ქურთებს სურთ რომ თავიანთი ნებისმიერი მომავალი სახელმწიფოს ნაწილი იყოს. მაგრამ, ერდოღანის სიტყვაში ბევრი რამ შიდა აუდიტორიისთვის იყო განკუთვნილი. მას იარაღის ჟღარუნით სურს, რომ ასიამოვნოს ნაციონალისტებს შინ, წერს BBC-ის კორესპონდენტი მარკ ლოუენი.
ანკარამ ნავთობსადენის მეშვეობით, რომელიც კვებავს ქურთულ ეკონომიკას და თურქეთის ეკონომიკურ საჭიროებებს, მძლავრი ურთიერთობები ჩამოაყალიბა ერაყელ ქურთებთან. და ხელისუფლება ირბილში წინააღდეგია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ქურთული სამხედრო დაჯგუფების და უფლებას რთავენ ანკარას, განალაგოს თურქული სამხედრო ბაზები ჩრდილოეთ ერაყში. ერდოღანმა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ მან შესაძლოა დახუროს ნავთობის სარქველები თურქეთში, მაგრამ ეს ჯერჯერობით არ მომხდარა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.