პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზაქარია ენდელაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, მერობის კანდიდატი სოფლების, წრეს, დიდი ზანავის, პატარა ზანავისა და გომაროს ამომრჩეველს შეხვდა და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ჯაბა ხოზრევანიძე წარუდგინა.
„მერობის კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა და მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები გააცნო, სოფლებში არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ასევე, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა და მომდევნო ოთხი წლის გეგმები განიხილა.
შეხვედრის მონაწილეებმა მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებს მხარდაჭერა გამოუცხადეს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარმატება უსურვეს", აღნიშნულია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.