პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და მთავრობის წევრებმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის სახელით, პატივი მიაგეს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მოედანზე დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამაკეს.
„24 წელი შესრულდა სოხუმის დაცემის დღიდან. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ და ქედს ვიხრით იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც გმირულად დაეცნენ ამ ბრძოლაში. მინდა მივუსამძიმრო იმ ოჯახებს, რომელთა შვილები, მეუღლეები, დები და ძმები დაიღუპნენ ამ ომში. ამავე დროს, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან ბევრი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავიბრუნოთ ოსი და აფხაზი ძმები, დავიბრუნოთ ისინი მშვიდობიანი გზით, ჩვენი ქვეყნის სიძლიერით და იმ სიყვარულით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომში ერთობლივად ცხოვრებისთვის,“ განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.