ელგუჯა ხოკრიშვილი: თუ დადგება ახალი მინისტრთა კაბინეტის შერჩევა, ვერ ვხედავ პრობლემას რომ პარლამენტმა შესაბამისი ნდობა არ გამოუცხადოს
28-04-2015, 09:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ყოფილი მინისტრის ელგუჯა ხოკრიშვილის თქმით, მის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, გავრცელებულ განცხადებაში, მოყვანილი მიზეზი სიმართლეს სრულად შეესაბამება და მან მინისტრის პოსტი ოჯახთან დაბრუნების მიზეზით დატოვა.

 


ამის შესახებ ყოფილმა მინისტრმა გადადგომის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას პირველი კოენტარი გააკეთა.

 


ელგუჯა ხოკრიშვილმა, პრემიერ - მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა იმის გამო, რომ მთავრობის მეთაურმა მისი პოზიცია გაიზიარა.

 


„მიზეზი რომელიც ჩემს განცხადებაში მოყვანილია, სიმართლეს სრულად შეესაბამება. მიზეზი არის ის, რომ მე ჩემს ოჯახთან ვბრუნდები - ეს გადამწყვეტი მიზეზია. მე მინდა მადლობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გადავუხადო, რომელმაც ჩემი პოზიცია გაიზიარა. ასევე, მთავრობის თითოეულ წევრს, თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდი. გადადგომის საკითხზე კონსულტაციები ირაკლი ღარიბაშვილთან მქონდა და 2 დღის წინ უბრალოდ შევჯერდით და მან ჩემი პოზიცია გაიზიარა“, - განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.

 


მანვე აღნიშნა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროში საკმაოდ ძლიერი გუნდი რჩება, რომელიც გარემოს დაცვის სფეროში სწორ პოლიტიკას გააგრძელებენ.

 


ყოფილმა მინისტრმა, მთავრობის ნდობის საკითხის დაყენებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ ეს საკითხი დადგება, პრემიერი მინისტრთა კაბინეტს თავიდან დააკომპლექტებს.

 


ხოკრიშვილი მიიჩნევს, რომ თუ ამის საჭიროება იქნება, პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს და ამ საკითხზე პრობლემა არ შეიქმნება.

 


„ეს ჩვეულებრივი პროცესია, თუ დადგება ეს საკითხი, პრემიერს ამის სრული ლეგიტიმაცია აქვს. მინისტრთა კაბინეტის შერჩევა მისი პრეროგატივაა და ასევე, ვერ ვხედავ პრობლემას რომ პარლამენტმა შესაბამისი ნდობა არ გამოუცხადოს. ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ბევრი, კვალიფიციური, პროფესიონალი კადრი მოიძებნება, რომლებიც თითოეულ სამინისტროს გაუძღვებიან“, - განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი