მე მჯერა, ჩვენ შევძლებთ იმას, რომ დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზეთი, დავიბრუნოთ ჩვენი სამაჩაბლო, აღნიშნული განცხადება გმირთა მემორიალთან „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„კიდევ ერთი ცრემლიანი და სისხლიანი დღე ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში, საქართველოსი, რომელიც იყო ყველას სახლი, ყველას კუთხე დაწყებული აფხაზეთიდან დამთავრებული სამაჩაბლოთი. ჩვენ საუკუნეებია ერთი წინაპარი გვყავდა, ერთი სამშობლო გვქონდა, სხვათა შორის ის ოკუპაციაც და ძმათამკვლელი ომიც საერთო იყო და საერთო ტკივილია ჩვენთვის. მე კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო ყველა დაღუპულის ოჯახს, მათ ახლობლებს, მათ ნათესავებს. ეს არის ტკივილი, რომელიც თითოეული ჩვენთაგანის გულშია", განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.