მაშველებმა თეთნულდზე მყოფი პოლონელი ტურისტები გადაარჩინეს
27-09-2017, 12:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შსს-ს მაშველებმა პოლონელი ტურისტები თეთნულდიდან ჩამოიყვანეს. 

 

 

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ მესტიაში, მწვერვალ თეთნულდზე მყოფ 2 პოლონელ ტურისტს დახმარება სჭირდებოდა. ერთ-ერთი მათგანი ჯანმრთელობის პრობლემის გამო გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა.

 


შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამთო-სამაშველო ქვეგანყოფილების მაშველები, შეტყობინების მიღებისთანავე, 3 950 მეტრის სიმაღლეზე მყოფი ტურისტების დასახმარებლად შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გაფრინდნენ. ღამით, რთული მეტეოროლოგიური და კლიმატური პირობების გამო, ტურისტების უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა ვერ მოხერხდა. შსს-ს მაშველები, მთელი ღამის განმავლობაში, ტურისტებთან ერთად იმყოფებოდნენ და შეუძლოდ მყოფ პირს დახმარებას უწევდნენ.

 

 

გამთენიისას, წარმატებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, პოლონეთის ორივე მოქალაქე მწვერვალ თეთნულდიდან უსაფრთხო ადგილზე უვნებლად ჩამოიყვანეს. ამჟამად, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი