„დარწმუნებული ვარ, რომ ის ოცნება, რომლითაც იბრძოდნენ ეს ადამიანები, აუცილებლად ახდება და ერთ დღეს ჩვენ აუცილებლად აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობას ჩვენ აფხაზ ძმებთან და დებთან ერთად“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს გმირთა მოედანზე გააკეთა, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი-საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ოცნება, რომლითაც იბრძოდნენ ეს ადამიანები, აუცილებლად ახდება და ერთ დღეს ჩვენ აუცილებლად აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობას ჩვენ აფხაზ ძმებთან და დებთან ერთად“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, 26 სექტემბერს, პარლამენტის მიერ მიღებული კონსტიტუციური კანონის პროექტი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
„ახალი კონსტიტუციის მიზანი არის ზუსტად ის, რომ გაძლიერდეს ჩვენი ქვეყანა, გაძლიერდეს ჩვენი დემოკრატია და ეს არის, რა თქმა უნდა, აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჩვენ გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა. ეს არის აქეთ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.