საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი „კონსტრუქციულად იმოქმედებს და ვეტოს უფლებას კონსტიტუციური კანონის პროექტის მხოლოდ იმ ნაწილებზე გამოიყენებს, რომლებიც ბონუსის სისტემის გაუქმებას და ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნებას ეხება".
„ჩვენი შეთავაზებაა, რომ ამ ორი ნაწილის მიმართ გამოიყენოს პრეზიდენტმა ვეტოს უფლება. იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაში გამოავლენს კონსტრუქციულ პოზიციას და სწორედ ასეთი ფორმით გამოიყენებს ვეტოს უფლებას, თუმცა, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ, რომლის თქმითაც, ვეტოს დადება პრეზიდენტის პრეროგატივაა, პარლამენტი კი, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.