ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საბაჟოში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, სკოლამდე მისასვლელი გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
გამგეობის ცნობით, მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ზაზა ბუკიამ დაათვალიერეს.
„პროექტის შესაბამისად, ერთ კილომეტრ მანძილზე დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა ეზოებში შესასვლელები.
ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლის ღირებულებაც 271500 ლარია, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა გზამშენი პირველი“ ახორციელებს. სამუშაოზე დასაქმებულია 25 მუშახელი.
პარალელურად, სოფელ საბაჟოში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით საბავშვო ბაღის გადახურვა მიმდინარეობს“, აღნიშნულია ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.