საქართველოს ელჩი ინდოეთის რესპუბლიკაში, აკრედიტებული ტაილანდის სამეფოში, შრი-ლანკაში ბანგლადეშში და ნეპალში ლევან ნიჟარაძე ნეპალში მყოფ ქართველებს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლევან ნიჟარაძემ კატმანდუში შეხვედრები გამართა.
ნეპალის გაეროს ოფისსა და ნეპალის შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიწისძვრის შემდეგ ქვეყანაში შექმნილი ვითარება და მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის გზები და საშუალებები განიხილეს. საქართველოს ელჩს ნეპალის შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ ირიცხებიან.
ელჩი ასევე შეხვდა ნეპალში ტურისტულად მყოფ საქართველოს მოქალაქეების ჯგუფს და მოისმინა მათი საჭიროებების შესახებ. ხვალ შეხვედრა გაიმართება საქართველოს მოქალაქეების მეორე ჯგუფთან რომლებიც ნეპალში ასევე ტურისტულად იმყოფებიან. ელჩი ასევე დაუკავშირდა ქ. პოხორაში მყოფ ქართველებს რომელთა დიდი ნაწილიც სამშობლოში 30 აპრილს დაბრუნდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.