დოკუმენტი, რომელიც უნდა უძლებდეს საუკუნეებს, ვერ უძლებს საათებს, აღნიშნული განცხადება კონსტიტუციური კანონის პროექტის მესამე მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის სპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ გააკეთა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „მიღებიდან რამდენიმე საათში, ჩვენ გვთხოვენ, რომ შევცვალოთ ის ცვლილებები, რომლებიც პარლამენტმა მიიღო".
„ეს ვითარება სამწუხაროა და წარმოუდგენელია ასეთი მნიშვნელობის დოკუმენტთან მიმართებაში, თუმცა, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ინსტიტუტი, ბუნებრივია, გავაგრძელებთ და დავიწყებთ კონსულტაციებს, მათ შორის, „ქართულ ოცნებასთანაც", სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან იმიტომ, რომ პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ ჩიხური ვითარებიდან გამოსვლის ამოცანას", განაცხადა ანა დოლიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.