საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალურ ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა
27-09-2017, 16:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალურ ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვიზიტის მიზანს ამერიკული სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამების გაცნობა წარმოადგენდა.

 


აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის ხელმძღვანელი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე ვირჯინია ტეკის კადეტთა კორპუსის შემადგენლობასა და სამხრეთ კაროლინას ციტადელის სამხედრო კოლეჯს ეწვივნენ.

 


შეხვედრებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი გაეროში მირიან ფოფხაძეც ესწრებოდა.

 


„მხარეებმა საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკადემიური პროგრამების თავსებადობის საკითხი, ასევე ქართულ და ამერიკულ სამხედრო სასწავლებლებს შორის გრძელვადიანი და მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამები განიხილეს, მათი ამოქმედების მიზნით, კონკრეტული გეგმები დასახეს და თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს“, აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი