რუსეთის ФСБ-ს განცხადებით, მიწისქვეშა ბანდიტური დაჯგუფების მეთაურის, 2013 წელს ლიკვიდირებული დოკუ უმაროვის საფლავია ნაპოვნი.
„ინგუშეთის რესპუბლიკის მთიან, ტყეებით დაფარულ ადგილას ნაპოვნია 2013 წლის სექტემბერში ძალოვანი სტრუქტურების სპეცოპერაციის დროს განადგურებული მიწისქვეშა ბანდიტური დაჯგუფების მეთაურის, დოკუ უმაროვის და მისი ბანდის ოთხი წევრის საფლავები“, ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
2014 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ ФСБ-მ ჩრდილოეთ კავკასიაში მიწისქვეშა ბანდიტური დაჯგუფების ერთ-ერთი მეთაურის საქმიანობის, საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის, „იმარატ კავკაზის“ ლიდერის, დოკუ უმაროვის ნეიტრალიზება მოახდინა. ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა კი ჯერ კიდევ 2013 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ უმაროვი დიდი ხნის მკვდარი იყო, წერს სააგენტო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.