გავრცელებული ინფორმაციით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას უწყების პრესსამსახურში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. დღეს, 12.00 საათზე ლევან ყიფიანი პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს, მაგრამ პრესკონფერენციის თემა არ კონკრეტდება.
ლევან ყიფიანის გადადგომის შემთხვევაში, ის იქნება მეშვიდე მინისტრი, რომელიც მთავრობის თავდაპირველ შემადგენლობაში იცვლება, კონსტიტუციის გათვალისწინებით კი, მთავრობა პარლამენტში ნდობისთვის 1/3-ის შეცვლის შემდეგ შედის. შესაბამისად, ყიფიანის თანამდებობიდან წასვლის შემთხვევაში მთავრობა პარლამენტში ნდობის მისაღებად უნდა შევიდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.