სასამართლომ ყაჩაღობასა და ქურდობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
27-09-2017, 17:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასამართლომ ყაჩაღობასა და ქურდობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

 

 

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში და ქურდობაში ბრალდებული კ.ნ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 


სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2017 წლის 6 იანვარს დაახლოებით 21:00 საათზე კ.ნ.-მ  ქალაქ თბილისში  უკანონოდ შეაღწია  ს.კ.-ს საცხოვრებელ სახლში და  ამ უკანასკნელს თანხა და ოქროს ნივთები მოთხოვა.  უარის მიღების შემდეგ  კ.ნ.-მ დაზარალებულს სცემა, რა დროსაც  სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.  ძალადობრივი ქმედების შედეგად ს.კ.-მ  მრავლობითი დაზიანებები მიიღო და გონება დაკარგა, ხოლო კ. ნ.  დაეუფლა „SHARP“-ის ფირმის ტელევიზორს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

 


სასამართლოში  ასევე დადასტურდა, რომ კ.ნ.  2017 წლის 10 იანვარს, დაახლოებით 08:00 საათზე  ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ქ.თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის  კუთვნილ პატეფონს და „სილქნეტის“  მოდემს. 

 


სამართალდამცველებმა კ.ნ. 10 იანვარს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ბინაში უკანონო შეღწევით) და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით) წარედგინა.  

 


თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.ნ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და   სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი