პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ონის მერობის კანდიდატი ემზარ საბანაძე, რაიონული შტაბის წარმომადგენლებთან ერთად, სოფლების, ნაკიეთის, ჟამიერეთისა და ნიგავზების მოსახლეობას შეხვდა.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მერობის კანდიდატი ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო და მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ემზარ საბანაძემ ამომრჩევლებს სამომავლო გეგმები გააცნო და აღნიშნა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი ადგილობრივების მდგომარეობის გაუმჯობესებაა, რადგან ზემო რაჭის სოფლები მოსახლეობისგან არ დაიცალოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.