ახმეტის მერობის კანდიდატი იოსებ ქარუმაშვილი: „ჩემ გუნდთან ერთად, იმის ამბიცია მართლაც მაქვს, რომ ოთხი წლის თავზე ჩვენი მუნიციპალიტეტი იყოს განსხვავებული“
27-09-2017, 17:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მერობის კანდიდატი იოსებ ქარუმაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ზემო ხოდაშენის თემის სოფლების - ხორხლისა და ჩაბინაანის მოსახლეობას შეხვდა.

 


როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე მოსახლეობამ ყურადღება სოციალურ საკითხებზე, სოფლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ახალგაზრდების მიგრაციაზე გაამახვილა.

 


პრესსამსახურის ინფორმაციით, კანდიდატმა მოსახლეობას საკუთარი ხედვა გააცნო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დასძლიოს მუნიციპალიტეტმა ეს პრობლემები და იმ დაგეგმილ პროექტებზეც ესაუბრა, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს სოფლების ეკონომიურ გაძლიერებას.

 


„შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში შეუძლებელი იქნება ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც 20-25 წლის განმავლობაში გროვდებოდა და დღესაც აქტუალურია, თუმცა ჩემ გუნდთან ერთად, იმის ამბიცია მართლაც მაქვს, რომ ოთხი წლის თავზე ჩვენი მუნიციპალიტეტი იყოს განსხვავებული“, განაცხადა იოსებ ქარუმაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი