გორის მერობის კანდიდატი კონსტანტინე თავზარაშვილი: „ჩვენთვის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და კერძო სექტორის ხელშეწყობა პრიორიტეტულია“
27-09-2017, 17:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორის მერობის კანდიდატი კონსტანტინე თავზარაშვილი გორის ცენტრალურ უბნებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

 

 

როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან ერთად, გორში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა. მისი განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით მუშაობა შემდგომშიც გაგრძელდება.

 


„2018 წლისთვის სამეფოს ქუჩის სრული რეაბილიტაცია იგეგმება, რისთვისაც დაახლოებით, 3 700 000 ლარი დაიხარჯება. ასევე, განხორციელდება ნინოშვილის ქუჩის რეაბილიტაცია. 2013 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 2 700 000 ლარი დაიხარჯა და 2020 წლამდე დამატებით 20 მილიონი ლარი დაიხარჯება“, განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

 


პრესსამსახურის ინფორმაციით, მერობის კანდიდატმა შეხვედრის მონაწილეებთან გორში ტურიზმის განვითარებაზეც ისაუბრა.

 


„ტურიზმის მიმართულებით გორს უდიდესი პოტენციალი აქვს, რასაც სტალინის სახლ-მუზეუმსა და უფლისციხეში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა ადასტურებს. ჩვენთვის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და კერძო სექტორის ხელშეწყობა პრიორიტეტული საკითხია, რათა ტურისტი ჩვენს რეგიონში მეტი ხნით დარჩეს“, განაცხადა მერობის კანდიდატმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი