პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორის მერობის კანდიდატი კონსტანტინე თავზარაშვილი გორელ ბიზნესმენებს შეხვდა.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაში, რომელსაც გიორგი კანდელაკმა უხელმძღვანელა, ორგანიზაცია „გორელის“ წევრებმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ მიიღეს მონაწილეობა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, კახა სამხარაძის განცხადებით მთავრობის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება წარმოადგენს, რასაც გორში თავად შეუწყობს ხელს.
„მე იმ ოჯახის წევრი ვარ, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია და კარგად ვიცი, როგორ ზრუნავს ეს ოჯახი თქვენზე. მთელი გუნდი გვერდში ვუდგავართ კონსტანტინე თავზარაშვილს და ვიცით, რომ მისი მთავარი მიზანი გორისა და მისი მოსახლეობის განვითარებაა“, განაცხადა კახა სამხარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.