გიორგი მღებრიშვილმა დაშავებული მესაზღვრეები მოინახულა
27-09-2017, 18:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მახლობლად, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მეხუთე სამმართველოს მეხუთე სექტორის დასაცავ მონაკვეთზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული მესაზღვრეები ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში მოინახულა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნო.

 

 

მიმდინარე წლის 25 სექტემბერს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მეხუთე სამმართველოს მეხუთე სექტორის დასაცავ მონაკვეთზე, წინასწარი ინფორმაციით, გაზის ბალონის აალების შედეგად, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა - თამაზ ბეროშვილმა, არჩილ რამინაშვილმა და დავით ბერძენიშვილმა სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღეს. ისინი მკურნალობის კურსს კლინიკაში გადიან.

 

 

უწყების პრესსამსახურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაშავებული მესაზღვრეების სამედიცინო მომსახურების ხარჯს სრულად აანაზღაურებს. ამავე ტრაგიკული შემთხვევის დროს დაიღუპა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მე-2 ჯგუფის სპეციალისტი, უფროსი ლეიტენანტი ლაშა ჩუბინიძე. შინაგან საქმეთა მინისტრი ქალაქ რუსთავში, დაღუპული მესაზღვრის ოჯახში მივიდა და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი