„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატმა გოჩა კურდღელიამ, თანაგუნდელებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„სოხუმის დაცემის დღე ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია საქართველოსთვის. ეს დღე ჩვენთვის უდიდესი ტკივილისა და აუნაზღაურებელი დანაკარგის სიმბოლოა. მინდა, კიდევ ერთხელ, ქედი მოვიხარო საქართველოს უახლესი ისტორიის გმირების წინაშე, რომლებმაც თავი გასწირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის. დარწმუნებული ვარ, მალე დადგება დღე, როცა საქართველო ერთიანი და ძლიერი იქნება“, განაცხადა გოჩა კურდღელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.