პრობლემებისადმი კომპლექსური მიდგომა და ეკონომიკური განვითარების გზით სოციალური პრობლემების გადაჭრა - ეს ის საკითხებია, რომლის განხორციელებასაც „ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია, ქალაქის განვითარებისთვის გეგმავს.
„ჩვენ განვახორციელებთ უდიდესი მასშტაბის პროექტებს, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ფოთი ნამდვილი ევროპული ქალაქი გახდეს. მოვიზიდავთ ინვესტიციებს, რომ თითოეული გოჯი მიწა იყოს გამოყენებული“, განაცხადა გოჩა კურდღელიამ.
პარტიის პრესსასახურის ცნობით, მერობის კანდიდატმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“ გამართულ დებატებში, შემუშავებული პროექტები დაასახელა.
მისი თქმით ესენია: სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშნებლობა (16 მლნ ლარი); სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი (415 ათსი ლარი); წყალმარეგულირებელი ნაგებობის აღდგენა და ახალი ხიდის მშენებლობა (50 მლნ ლარი); წყალსაკანალიზაციო და სანიაღვრე არხები (90 მლნ ლარი); ფეხბურთის სტადიონი, ბულვარის მშენებლობა და ა.შ. კინოდარბაზი, სწრაფი კვების ობიექტებით, ახალგაზრდული ბიბლიოთეკა, ბულვარის მშენებლობა და ა.შ.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ პროექტების განხორციელებაში ჩაერთვება ადგილობრივი მუშა-ხელი და ახალგაზრდობა, რაც მეტწილად შეამსუბუქებს დასაქმების პრობლემას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.