ერაყელი ქურთების აბსოლუტურმა უმრავლესობამ რეფერენდუმზე ქურთისტანის რეგიონის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი
27-09-2017, 19:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილოეთ ერაყში მცხოვრებმა მოქალაქეების უდიდესმა ნაწილმა ქურთისტანის რეგიონის დამოუკიდებლობას ორშაბათის წინააღმდეგობრივ რეფერენდუმზე ერთსულოვნად დაუჭირა მხარი.

 


როგორც BBC საარჩევნო კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება, 3.3 მილიონი ქურთიდან 92%-მა და არაქურთმა, რომელთაც რეფერენდუმში მიიღეს მონაწილეობა, მხარი დაუჭირეს რეგიონის ერაყიდან გამოყოფას.

 


ერაყის პრემიერ მინისტრმა, ჰაიდერ ალ აბადიმ დაჟინებით მოუწოდა ქურთებს არ ჩაეტარებინათ რეფერენდუმი და მის ნაცვლად „კონსტიტუციის ფარგლებში“ ჩართულიყვნენ ბაღდადთან დიალოგში.

 

 

ორშაბათ ღამით, აბადიმ გამოაცხადა, რომ იგი არ განიხილავს რეფერენდუმის შედეგებს, რომელიც მოსალოდნელია, რომ იყოს „დიახ“, რადგანაც ის „არაკონსტიტუციურია“.

 


ქურთისტანის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ხმის მიმცემთა პასუხი, „დიახ“ ავტომატურად კი არ გამოიწვევს დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოცხადებას, არამედ მისცემს მათ იმის მანდატს, რომ დაიწყონ მოლაპრაკებები ბაღდადის ცენტრალური მთავრობიდან გამოყოფაზე და ასევე მეზობელ სახელმწიფოებთან.

 


ერაყის პარლამენტმა კი პრემიერ მინისტრს სთხოვა განალაგოს ძალები ნავთობით მდიდარ კირკუკის რეგიონში და სხვა სადავო ტერიტორიებზე, რომელიც ქურთულ ძალებს უკავიათ.

 


კირკუკზე, მრავალეთნიკურ რეგიონზე, რომელზეც პრეტენზიას არაბული ცენტრალური მთავრობა და ქურთები აცხადებენ, კონტროლი ქურთულმა „პეშმერგას“ მებრძოლებმა მაშინ აიღეს, როცა 2014 წელს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ერაყის გასწვრივ პოზიციები გაიმაგრეს და ერაყის არმია ჩამოიშალა.

 

 

რეფერენდუმის წინააღმდეგ გამოვიდა თურქეთის პრეზიდენტი, რომელმაც განაცხადა, რომ ერაყის ქურთებს სადამსჯელო ზომების გამო, რომელსაც იგი ორშაბათის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის საპასუხოდ განიხილავს, შესაძლოა შიმშილის ხანა დაუდგეთ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი