მას შემდეგ რაც ალაბამას სენატის არჩევნებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერილმა კანდიდატმა, 64 წლის ლუთერ სტრეინჯმა „რესპუბლიკელების“ პრაიმერში ვერ გაიმარჯვა და რადიკალ ქრისტიან-კონსერვატორ როი მურთან დამარცხდა, ტრამპმა წაგებული კანდიდატის მხარდამჭერი რამდენიმე განცხადება „თვითერიდან“ წაშალა.
„ჩემი მოწონების შემდეგ ლუთერ სტრეინჯის რეიტინგი ალაბამას გამოკითხვებში სწრაფად მატულობს“, დაწერა ტრამპმა „თვითერზე“ განცხადების სახით, რომელიც ახლა წაშლილია მისი გვერდიდან, იუწყება BBC.
პრეზიდენტი აქტიურად იყო სტრეინჯის მხარდამჭერ კამპანიაში ჩართული, მაგრამ ამან ვერ გადაარჩინა იგი ულტრაკონსერვატორ რადიკალთან, როი მურთან დამარცხებაში.
ახალი ამბების ვებგვერდის, ProPublica-ს დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთ წაშლილ განცხადებაში პრეზიდენტი ამბობდა, რომ სტრეინჯი „არასოდეს გიღალატებთ!“ სხვა დროს კი ტრამპი „თვითერზე“ წერდა: „ხმა მიეცი დღეს ‘დიდ ლუთერს’“.
ამისდა მიუხედავად, ‘დიდი ლუთერი’ როი მურთან დამარცხდა, რაც ტრამპისათვის, რომელიც სტრეინჯს უჭერდა მხარს და მის კამპანიაში იყო ჩართული, პირველი საარჩევნო მარცხია.
როგორც Good Morning America-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი წერს, ალაბამას სენატის არჩევნების მეორე ტური მმართველ კოალიციებს მყიფეს ტოვებს და ტრამპის 2018 წლის დღის წესრიგს საფრთხეში აგდებს.
BBC წერს, რომ აღნიშნული ახალი ამბავი ნერვიულობის მომტანი იქნება ვაშინგტონის „რესპუბლიკელების“, მათ შორის ტრამპისათვის, რომელიც თავდაჯერებით უჭერდა მხარს სტრეინჯს და პარტიის ანტი-ისტებლიშმენტის ფრთის წინააღმდეგ გამოდიოდა.
ორთავე, ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი სტრეინჯის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ მიტინგებზე ჩნდებოდა, მაშინ როცა პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელიც სენატის „რესპუბლიკელ“ მიტჩ მაკკონელთან იყო დაკავშირებული, დაახლოებით 9 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა მის სასარგებლოდ.
სენატში ადგილი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც თებრვალში ტრამპმა ჯეფ სეშენსი აშშ-ის გენერალურ პროკურორად დანიშნა.
პრეზიდენტმა მისი ერთგულება მკაფიოდ 24 სექტემბერს გამოხატა, როცა „თვითერზე“ დაწერა: „ჩინებული იყო გასულ ღამეს ალაბამაში ლუთერ სტრეინჯთან ერთად ყოფნა. რა დიდებული ხალხია, რა ზღვა ხალხია! ხმა მიეცით ლუთერს სამშაბათს“.
ალაბამას შტატში რიგგარეშე არჩევნები დეკემბერში იმართება და მური, როგორც ბრიტანული „გარდიანი“ წერს, ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი ფიგურა „რესპუბლიკურ“ პოლიტიკაში, ტრამპის ოპოზიციის მიუხედავად, სენატორის მანდატის მოპოვების გზაზე დგას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.