შსს-მ ქურდობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
28-09-2017, 11:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.დ. დააკავეს.

 

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ საბანკო პლასტიკურ ბარათს გაურკვეველ ვითარებაში დაეუფლა და მისი გამოყენებით, მიმდინარე წლის 23 ივლისს, რვა ეტაპად, სხვადასხვა რაოდენობის თანხა გადარიცხა Crystalbet.com-ის მის მიერ შექმნილ ანგარიშებზე, ხოლო მიმდინარე წლის 23 და 24 ივლისს - დარჩენილი თანხით სხვადასხვა სუპერმარკეტში საყოფაცხოვრებო ნივთები შეიძინა.

 

 

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინიდან, აღნიშნული პლასტიკური ბარათი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

 

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

 

გამოძიება ქურდობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით)", აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი