პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის მერობის კანდიდატი შოთა ნარეკლიშვილი სოფელ კისისხევისა და შალაურის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
შოთა ნარეკლიშვილმა ადგილობრივ ამომრჩეველს მაჟორიტარობის კანდიდატები ზაქრო ყარასაშვილი და მიხეილ გრემელაშვილი წარუდგინა.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მერობის კანდიდატთან შეხვედრაზე მოსახლეობამ სანიაღვრე არხების, შიდა სასოფლო გზების, სარწყავი სისტემისა და ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნების მოწყობის საკითხები დააყენა.
ადგილობრივებმა კანდიდატებთან ასევე, სოფელ კისისხევის კულტურის სახლის კეთილმოწყობის, დასასვენებელი სკვერისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის სურვილი გამოთქვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.