საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საჭიროების შემთხვევაში, პრეზიდენტთან შეხვედრისთვის მზადაა. განცხადება ამის თაობაზე ირაკლი კობახიძემ დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
კითხვაზე, პირადად თუ შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს კობახიძე პასუხობს:
„თუ იქნება ამის სურვილი და ინტერესი და თუ ეს იქნება შედეგზე ორიენტირებული, ნებისმიერ დროს შეგვიძლია გავმართოთ ეს შეხვედრა".
რაც შეეხება პრეზიდენტის შეთავაზებას, ოპოზიციასა და მმართველ გუნდთან ერთად შეხვედრასთან დაკავშირებით, კობახიძე აცხადებს, რომ საერთო შეხვედრა შედეგის მომტანი არ იქნება.
უმრავლესობა პრეზიდენტს ამის სანაცვლოდ, შეხვედრის საკუთარ ფორმატს - მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის შეხვედრას სთავაზობს.
„შესთავაზა უმრავლესობამ პრეზიდენტს შეხვედრა. მე იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა შედგება. მე როგორც ვიცი, არის კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის და იმედი მაქვს, რომ შეთანხმდებიან ისინი შეხვედრის დროსა და ფორმატზე....
ჩვენ შევთავაზეთ კონკრეტულად პრეზიდენტს ის, რომ პარლამენტის ხელმძღვანელობისა და ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობის შეთანხმების შესაბამისად გამოიყენოს მან ვეტოს უფლება....
ჩვენ გვედავებოდნენ იმას, რომ თითქოს ნაჩქარევად მოვამზადეთ რაღაც დოკუმენტი, ამ დროს, თვითონ 3-4 დღეში დაწერეს ახალი კონსტიტუცია. პრეზიდენტმა და ე.წ. 20-მა პარტიამ. ე.წ.-ს ვამბობ იმიტომ, რომ საქართველოში ყველამ იცის, რომ 20 პარტია საერთოდ არ არსებობს", განაცხადა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.