ირაკლი კობახიძე: გვედავებოდნენ იმას, რომ ნაჩქარევად მოვამზადეთ თითქოს დოკუმენტი, ამ დროს თვითონ 3-4 დღეში დაწერეს ახალი კონსტიტუცია პრეზიდენტმა და ე.წ. 20 პარტიამ
28-09-2017, 12:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თუ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას პარლამენტისა და ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობის შეთანხმების შესაბამისად გამოიყენებს, ეს ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება.

 

 

„ჩვენ შევთავაზეთ პრეზიდენტს კონკრეტულად ის, რომ პარლამენტის ხელმძღვანელობისა და ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობის შეთანხმების შესაბამისად გამოიყენოს მან ვეტოს უფლება. საქმე ეხება 2 საკითხს. ერთი არის ბონუსის ამოღება ახალი რედაქციიდან და მეორე არის, ბლოკების ერთჯერადად დატოვება. თუ ამ სახით გამოიყენებს პრეზიდენტი ვეტოს უფლებას, ეს იქნება ჩვენი ხედვით ყველაზე სწორი ნაბიჯი. ამით აღსრულდება ჩვენი და ვენეციის კომისიის შეთანხმება ძალიან მალე და ეს იქნება ძალიან კარგი. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას....

 

 

„დადებითად ვერ შევაფასებ იმ პროცესებს, რომელიც წარიმართა კონსტიტუციის მიღებამდე ცოტა ხნით ადრე. რამდენიმე დღეში პრეზიდენტმა ე.წ. 20 პარტიასთან ერთად დაწერა ახალი კონსტიტუცია. ჩვენ გვედავებოდნენ იმას, რომ ნაჩქარევად მოვამზადეთ თითქოს დოკუმენტი, ამ დროს თვითონ 3-4 დღეში დაწერეს ახალი კონსტიტუცია პრეზიდენტმა და ე.წ. 20 პარტიამ. ეგრეთწოდებულს ვამბობ იმიტომ, რომ საქართველოში ყველამ ვიცით, თქვენც დამეთანხმებით 20 პარტია საერთოდ არ არსებობს. ეს არის თან შერაცხული „თანხმობის დოკუმენტად“ მაშინ, როდესაც ჩვენს დოკუმენტს მხარს უჭერს 150-დან 117 დეპუტატი, 8-დან 5 საპარლამენტო პარტია, მეორე მხარეს დგას პრეზიდენტი თავის 20 პარტიასთან ერთად ანუ ოპოზიცია, რომელსაც აქვს თავისი სუბიექტური ინტერესები და მათ მიერ მომზადებულ დოკუმენტს უწოდებენ „თანხმობის დოკუმენტს“. ბუნებრივია, ამას ჩვენი მხრიდან პოზიტიური შეფასება ვერ ექნება“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი