ნინო ბურჯანაძე: ქვეყანა კულუარებიდან, სრულიად გაუგებარი – შუასაუკუნეობრივი ფეოდალური მექანიზმებით იმართება
29-04-2015, 01:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყველაფერი, რაც დღეს ხდება განპირობებულია იმ რეალური პოლიტიკური კრიზისით, რაც ქვეყანაში არსებობს, - ამის შესახებ გადაცემა "არჩევანში" "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.


ბურჯანაძის თქმით, როდესაც ინვესტორი ხედავს, რომ ქვეყანა კულუარებიდან, სრულიად გაუგებარი – შუასაუკუნეობრივი ფეოდალური მექანიზმებით იმართება და ადგილი აქვს შიდა სახელისუფლებო დაპირისპირებას, ეს ეკონომიკაზე და ინვესტიციების შემოდინებაზე გავლენას ახდენს.

 
"დიახ, ქვეყანაში არის ეკონომიური კრიზისი, არის ფინანსური კრიზისი. არ გამოვრიცხავ გარე ფაქტორების ზემოქმედებას, უდავოდ იყო ეროვნული ბანკის დაგვიანების ფაქტორი, მაგრამ ეს მეორადი ფაქტორია და არა პირველადი. პირველად ფაქტორად ვიტყოდი იმას, რომ დღეს ქვყენაში არის გაცილებით ფართო – უმძიმესი, ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელმაც თავის მხრივ ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. ეს არის აბსოლუტურად უუნარო ხელისუფლება, არის დაპირისპირება ხელისუფლების ცალკეულ შტოებს შორის, დაპირისპირება თავად გუნდის შიგნით, რაც არასტაბილურობის განცდას ქმნის", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი