საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის, შეხვედრასთან დაკავშირებით კომუნიკაცია შედგა.
როგორც დღეს ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტისა და უმრავლესობის შეხვედრა ყველაზე სწორი ფორმატი იქნება.
პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრა გაიმართება.
„პრეზიდენტს უმრავლესობამ შესთავაზა ასეთი ფორმატით შეხვედრა და იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრა შედგება. როგორც ვიცი, არის კომუნიკაცია პრეზიდენტის წარმომადგენლებსა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის და იმედი მაქვს, რომ შეთანხმდებიან ისინი შეხვედრის დროსა და ადგილზე.
შეთავაზება გაკეთდა საჯაროდაც ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან და მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, იყო კომუნიკაცია უმრავლესობის კონკრეტულ წარმომადგენლებსა და პრეზიდენტის კონკრეტულ წარმომადგენლებს შორის. ეს კომუნიკაცია, სავარაუდოდ, გრძელდება. მე არ მაქვს უახლესი ინფორმაცია. მე პირადად იმედი მაქვს, რომ შედგება შეხვედრა პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის.
როცა საუბარია უმრავლესობის და პრეზიდენტის შეხვედრაზე, რა თქმა უნდა უმრავლესობა უნდა იყოს წარმოდგენილი უმრავლესობის ლიდერით. ჩვენ გვაქვს ფორმალიზებული სტრუქტურა, ფორმალიზებული პროცედურები. უმრავლესობას წარმოადგენს უმრავლესობის ლიდერი, შესაბამისად, მან უნდა წარმართოს უმრავლესობის შეხვედრა პრეზიდენტთან“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
რაც შეეხება ოპოზიციასთან საერთო შეხვედრას, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ეს შეხვედრა შედეგის მომტანი არ იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.