ერთ-ერთი ცოდვა რომელიც გააჩნია ადამიანს, არის უმადურობა. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს უკეთებ სიკეთეს და ის ბოროტად გპასუხობს, უმადურია. უმადური არ უყვარს არც ღმერთს და არც ადამიანს, ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში უფლის სამადლობელი პარაკლისის დაწყებამდე ქადაგებისას.
პატრიარქმა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ პატივისცემის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ახლა ისეთი ცხოვრება გვაქვს, რომ დაპირისპირება არის ადამიანებს შორის. ჩვენ ვართ ძმები, ჩვენ ვართ ახლობლები, ჩვენ უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი აზრი და თუ არ მოგვწონს სხვისი აზრი, უხეშად არ უნდა ვუპასუხოთ. ყველას აქვს თავისი განსხვავებული აზრი და უნდა ვიცოდეთ, რომ თუ სხვისი აზრი განსხვავებულია, შეიძლება ის შენზე უკეთესია. ერთ-ერთი ცოდვა, რომელიც გააჩნია ადამიანს, არის უმადურობა", ბრძანა ილია მეორემ.
მისი თქმით, ღვთის სამადლობელი პარაკლისი ყოველ შაბათს 12:00 საათზე შესრულდება.
„თუ ადამიანს არ აქვს დრო, ან რაღაც საქმეებით დაკავებულია, თავისი ლოცვა წაიკითხოს თავის სახლში, სამსახურში, შვილებთან ერთად. 12 საათზე ერი უნდა გამთლიანდეს ლოცვით ღვთის წინაშე. ეს არის პირველი პარაკლისი. მადლობა შევწიროთ ჩვენ უფალს, რომ ჩვენ ვართ, ვსაქმიანობთ, მადლობა შევწიროთ უფალს ოჯახისათვის, საქართველოსათვის. საქართველოს უნდა ჰქონდეს მშვიდობიანი ყოფა. მშვიდობა მოგცეთ მამაზეციერმა თქვენ და საქართველოს“, ბრძანა პატრიარქმა ქადაგებისას.
ილია მეორემ პარაკლისის დაწყებამდე, სამების ახალგაზრდულ ცენტრში შეხვედრა გამართა. პატრიარქმა დაადგინა, რომ აღნიშნულ ცენტრში, ყოველ შაბათს 10:00 საათიდან 15:00 საათამდე ქვეყნისთვის პრობლემატურ საკითხებზე შეხვედრები გაიმართება. მისივე თქმით, შემდგომი შეხვედრა 7 ოქტომბერს, 10:00 საათზე ჩატარდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.