პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წალენჯიხის მერობის კანდიდატი ბესიკ ფარცვანია სოფელ ეწერის მოსახლეობას შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატი ანზორ ძაძამია წარუდგინა.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ბესიკ ფარცვანიამ საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაოები შეაჯამა, განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და მოსახლეობას მომავალი ოთხი წლის სამოქმედო გეგმა გააცნო.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში სოფელში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყება.
ეწერის მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად წალენჯიხა-ეწერის დამაკავშირებელი გზის აღდგენა დაასახელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.